
ევროპარლამენტის შემდეგ ზელენსკი სიტყვით ევროპულ საბჭოში გამოვიდა: "თავისუფალი ევროპა წარმოუდგენელია თავისუფალი უკრაინის გარეშე"
09/02/2023 12:58:40 მსოფლიო
ევროპარლამენტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით ევროპულ საბჭოში გამოვიდა.
„თავისუფალი ევროპა წარმოუდგენელია თავისუფალი უკრაინის გარეშე“, – მიმართა ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს.
მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ლიდერებს „ურყევი მხარდაჭერისთვის“.
"უკრაინა და ევროკავშირი იზიარებენ ერთნაირ ღირებულებებს, მაგრამ ამ ღირებულებებს და რეგიონულ უსაფრთხოებას რუსეთის აგრესია ემუქრება. ამჟამად ჩვენი ერთიანობა, ჩვენი თავისუფლება კიდევ ერთ კომპონენტს მოითხოვს. ერთი კომპონენტი, რომლის გარეშეც ყველაფერი მყიფეა. ეს არის უსაფრთხოება. ევროპის ერთიანობა არის უსაფრთხოების ფუნდამენტური გზა. ჩვენ ყველანი ვიცავთ ევროპას [მოსკოვის] რეჟიმისგან, რომელსაც სურს ,გაანადგუროს ევროპის თავისუფლება, რომელსაც სურს, იყოს ავტორიტარული ლიდერი ჩვენს კონტინენტზე”, - განაცხადა ზელენკიმ.
მან ასევე თქვა, რომ მადლიერია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის, "რადგან ქვეყანა ცდილობს გახდეს ერთიანი ევროპის ნაწილი".
მანამდე, ზელენსკიმ ევროდეპუტატებს მიმართა.