Accentnews.ge
ზელენსკი: "უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი"

ზელენსკი: "უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი"

09/02/2023 11:01:46 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყით გამოსვლისას განაცხადა.

“გზა ევროკავშირისკენ უკრაინისათვის ეს არის გზა შინისკენ. და რუსეთს სურს, რომ ეს გზა გაანადგუროს ტოტალური ომით, მაგრამ ჩვენს ამას არ დავუშვებთ. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი “, - განაცხადა ზელენსკიმ.

მას ევროდეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ, მიმართვა კი უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინული მისალმებით დაიწყო.

"სლავა უკრაინე!" – განაცხადა ზენესკიმ.

მან უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ევროდეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწოდა „დიქტატორი, რომელიც საბჭოთა იარაღის წარმოადგენელი მარაგით ემუქრება ევროპულ ცივილიზაციას".

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინისათვის მზიმე შეიარაღების მიწოდების აუცილებლობაზე.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მათ ზელენსკის დაუდასტურეს, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ რუსეთთან ომში გასამარჯვებლად.

თავის მხრივ, ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები.

მანამდე, იგი დიდი ბრიტანეთს სტუმრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S