Accentnews.ge
საქართველოში თურქეთის საელჩოსთან მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება

საქართველოში თურქეთის საელჩოსთან მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება

09/02/2023 09:01:08 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში თურქეთის საელჩოსთან თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება.

ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოში თურქეთის საელჩოს შენობასთან მოქალაქეებს მიაქვთ.

მანამდე, თურქეთის საელჩომ გამოაქვეყნა მისამართების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ.

ამასთან, თურქეთის საელჩომ მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა: ქურთუკი-პალტო, საწვიმარი, ჯამპერი, ხელთათმანი, შარფი-კაშნე, ბერეტი, წინდა, საბანი, საძილე ტომარა, საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები), ბავშვთა კვება, ბავშვის საფენები, დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები, ქალის ჰიგიენური პაკეტები.

საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს, დღის ბოლომდე:

  • თურქეთის საელჩო – ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი, Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
  • ბელიზ თურფჩუ: 511 130 198; ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
  • GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი, gurtiad@gurtiad.ge; მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
  • MÜSİAD- ი. ჭავჭავაძის პრ. #37, Musiadtbilisi@hotmail.com, ხათუნა: 557 505 946
  • შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი, ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი, ისა ალთუნი: 577 562 007

ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383 –მდე გაიზარდა.

თურქეთში, სულ მცირე,12 391ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 2 992.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S