
სენაკის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაფინანსებელი პროექტები შერჩეულია
09/02/2023 08:51:13 რეგიონები, რეკლამა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.
პრიორიტეტული ️პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - უშაფათში, ზანასა და ფოცხოში, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრებს, რომელთაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში - გარე განათების ქსელის მოწყობა; ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ ზანაში - სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია; სოფელ ეწერში - გაბიონის მოწყობა; სოფელ საესებუოში - მილხიდისა და სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფელ სატყებუჩაოში - ცხაურისა და 4 ხიდ-ბოგირზე, სათავისების მოწყობა. ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში: ქვემო ფოცხოში - გარე განათების ქსელის მოწყობა; ზემო ფოცხოში - გარე განათების ქსელის მოწყობა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელია უშაფათის, ზანისა და ფოცხოს მოსახლეობას დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა.