სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა
09/02/2023 07:16:29 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მოსკოვი ახალი შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლს მშვიდობის დამყარების ნაცვლად კონფლიქტის ესკალაცია სურს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა.


