Accentnews.ge
ევროკავშირი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან

ევროკავშირი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან

09/02/2023 06:19:55 მსოფლიო

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, "შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან', – ამის შესახებ ვენაში გამართული ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის შეხვედრის დროს ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ის ფაქტი, რომ რუსული აგრესია უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არანაირ ეჭვს არ იწვევს. ჩვენ და ამ მაგიდის ირგვლივ კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ და დავგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდების და ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების აღმაშფოთებელ დარღვევას. რუსეთის დელეგაციამ აქაც და სხვა საერთაშორისო ფორუმებშიც უნდა შეწყვიტოს ამაზრზენი პრეტენზია, თითქოს თავად არის „მსხვერპლი“. აგრესორი რუსეთია და მისი ძალები განლაგებულია სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არა პირიქით. [...] უკრაინაში რუსეთის სისასტიკე უნდა დასრულდეს; რაც მალე, მით უკეთესი ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ამ დრომდე რუსეთს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიზნით მოლაპარაკებების ჭეშმარიტი სურვილის არ გამოუვლენია, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას და მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ უკრაინასთან 10-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა და თავი შეიკავოს რუსეთის უკანონო აგრესიულ ომში ნებისმიერი შემდგომი ჩარევისგან ან ხელშეწყობისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან ევროკავშირი აცხადებს, რომ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S