პორტუგალია უკრაინას „ლეოპარდ 2“–ის ტიპის სამ ტანკს გადასცემს
09/02/2023 05:50:41 მსოფლიო
პორტუგალია უკრაინას სამ „ლეოპარდ 2“–ის ტიპის ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ განაცხადა.
"მარტში შევძლებთ, სამი ტანკი გავუგზავნოთ კიევს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კოსტამ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისათვის: გასული კვირის ბოლოს პორტუგალიის პრემიერმა განაცხადა, რომ „ლეოპარდის“ ტანკების შესაკეთებლად საჭირო ნაწილების მოსაპოვებლად გერმანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.


