Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 19 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 19 დასახლებულ პუნქტთან

09/02/2023 05:40:56 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 45 საავიაციო დარტყმა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. დაიღუპა 3 და მძიმედ დაიჭრა 3 ადამიანი. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ განახორციელა 67 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ამ მიზნით, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვთ შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებენ ავიაციასაც.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2, დონეცკის ოლქის 16 და ზაპოროჟიეს ოლქის 1 დასახლებული პუნქტის რაიონში. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 21 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი, მართვის 2 პუნქტი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 3 პოზიცია და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S