მიშელმა ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია
08/02/2023 05:32:21 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი ბარენდ ლეიტსი ავრცელებს.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, – წერს ლეიტსი სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს გაიმართება.


