
მაკრონმა ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა
09/02/2023 05:26:17 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა მაკრონმა ამ ფორმით გამოხატა პატივისცემა უკრაინისა და მისი ხალხის და პრეზიდენტ ზელენსკისადმი მისი სიმამაცისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.
ცერემონია 8 თებერვალს, ღამით გაიმართა პარიზში, ელისეს სასახლეში.
საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი გასცემს განსაკუთრებული სამხედრო, ან სამოქალაქო დამსახურებისთვის.
ცნობისთვის: ზელენსკი პარიზში 8 თებერვალს ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მათ ზელენსკის დაუდასტურეს, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ რუსეთთან ომში გასამარჯვებლად.
თავის მხრივ, ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები.