Accentnews.ge
ზელენსკი – მაკრონსა და შოლცს: "რაც უფრო სწრაფად გამოგვიგზავნით თვითმფრინავებს, მით უფრო სწრაფად დაბრუნდება მშვიდობა ევროპაში"

ზელენსკი – მაკრონსა და შოლცს: "რაც უფრო სწრაფად გამოგვიგზავნით თვითმფრინავებს, მით უფრო სწრაფად დაბრუნდება მშვიდობა ევროპაში"

09/02/2023 05:23:16 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, განიხილეს უკრაინის ოპერატიული საჭიროებები.

ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ომში გასამარჯვებლად ჰქონდეს საფრანგეთის და მისი მოკავშირეების იმედი.

"რუსეთმა ამ ომში ვერ უნდა გაიმარჯვოს და არ გაიმარჯვებს", – განაცხადა მაკრონმა.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის დახმარება გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება. შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გამარჯვება არ უნდა დაუშვან.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები: "რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო სწრაფად დასრულდება რუსეთის აგრესია და ევროპაში მშვიდობა დაბრუნდება".

უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა ლონდონიდან, სადაც 8 თებერვალს მოლაპარაკება გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს მიმართა და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრ სუნაკთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დიდი ბრიტანეთისგან აქვს ძლიერი თავდაცვითი პაკეტი, შეთანხმდნენ დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაზე, შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებასა და უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S