კაჰრამანმარაში ნანგრევებიდან ქალი მიწისძვრიდან 61 საათის შემდეგ ამოიყვანეს
08/02/2023 19:59:45 მსოფლიო
მაშველებმა მიწისძვრიდან 61 საათის შემდეგ შეძლეს ქალის გადარჩენა. ის კაჰრამანმარაში, ტრაპიზონის ქუჩაზე მდებარე 5–სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყანეს.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. სამაშველო ოპერაციები უწყვეტად გრძელდება, თუმცა ნანგრევების ქვეშ კვლავ რჩებიან ადამიანები. მდგომარეობას დაბალი ტემპერატურა ართულებს.
ბოლო მონაცემებით, 9 000–მდეადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქეა.


