Accentnews.ge
თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

08/02/2023 16:30:05 საზოგადოება

თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„თბილისი თქვენ გვერდითაა! თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამანგრეველმა მიწისვრამ თურქეთსა და სირიაში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S