Accentnews.ge
ფედერაცია ეხმიანება ანასტასია გუბანოვას შესახებ გავრცელებულ ცნობებს

ფედერაცია ეხმიანება ანასტასია გუბანოვას შესახებ გავრცელებულ ცნობებს

08/02/2023 16:26:41 საზოგადოება

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია დღის ბოლოს გამოეხმაურა ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების წევრი, მოციგურავე ანასტასია გუბანოვა მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ЦСКА-ს [რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება - რ.თ.] არენაზე გაიმართება.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე.

,,გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონისძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S