
ზელენსკი დღეს პარიზში საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება – მედია
08/02/2023 16:08:24 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საღამოს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV ავრცელებს.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. მას აეროპორტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.
ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც იქ მომზადებას გადიან.
პარლამენტში გამოსვლისას ის უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის მოწოდებით გამოვიდა.