Accentnews.ge
მაშველებმა ნანგრევებიდან 55 საათის შემდეგ 13 წლის ბიჭი და მისი თუთიყუში ამოიყვანეს [ფოტო]

მაშველებმა ნანგრევებიდან 55 საათის შემდეგ 13 წლის ბიჭი და მისი თუთიყუში ამოიყვანეს [ფოტო]

08/02/2023 14:23:20 მსოფლიო

თურქულ კაჰრამანმარაშში მაშველებმა ნგრევიდან 55 საათის შემდეგ 13 წლის ბიჭი გამოიყვანეს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელს არ უშვებდა თავის თუთიყუშს.

როგორც თურქული მედია წერს, მაშველებმა ბიჭის ხმა ნანგრევებიდან გაიგეს და 3–საათიანი მუშაოების შემდეგ ბერატის გადარჩენა შეძლეს. გადაარჩინეს.

ჰიპოთერმიის თავიდან ასაცილებლად მაშველებმა ბავშვი სპეციალურ საბანში გაახვიეს და ვიდრე ბავშს ექიმებს გადასცემდნენ, ბერატმა მამიდა შეამჩნია, მაშველებს შეჩერება სთხოვა და ფრინველი მას გადასცა.

მესამე დღეა, მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით იკლებს გადარჩენის შანსი, რადგან მდგომარეობას ყინვებიც ართულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S