Accentnews.ge
დონბასში კიდევ ერთი რუსი გენერლის ლიკვიდაცის შესახებ იუწყებიან

დონბასში კიდევ ერთი რუსი გენერლის ლიკვიდაცის შესახებ იუწყებიან

08/02/2023 12:31:16 ევროპა

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების გენერალ-მაიორი დიმიტრი ულიანოვი, ლიკვიდირებული იქნა დონბასში უკრაინელი სამხედროების მიერ,– იუწყება უკრაინული მედია.

მათი ცნობით, ოპერაცია 6 თებერვლის ღამით ჩატარდა.

როგორც იუწყებიან, რუსი გენერალი მეთაურობდა მობილიზებულების პოლკს. ადრე ის იკავებდა საჰაერო სადესანტო ძალების მე-7 დივიზიის შტაბის უფროსის პოსტს, რომელიც მეთაურობდა 1141-ე საარტილერიო პოლკს და რუსეთის ფედერაციის საჰაერო სადესანტო ძალების 98-ე დივიზიას.

მკვლელობის შესახებ იუწყებიან ტელეგრამ–არხებიც, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა 133 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი და ბლოგერი ანატოლი შტეფანი (მეტსახელად „შტირლიცი“) წერდა, რომ უკრაინაში დაახლოებით 1740 რუსი ოფიცერი დაიღუპა. მისი ცნობით, დაღუპულთა შორისაა 10 გენერალი; პოლკოვნიკი - 52; ვიცე–პოლკოვნიკი - 119; მაიორი - 232; კაპიტანი - 334; უფროსი ლეიტენანტი - 553; ლეიტენანტი - 292; წოდებები ვერ გამოვლინდა - 148.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S