
"ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა"
02/11/2019 13:07:57 ციტატა
"გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა".
ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე თავის მისალოც სიტყვაში განაცხადა.