Accentnews.ge
იგორ მანგუშევი, რომელიც სცენაზე „უკრაინელის თავის ქალით“ გამოვიდა, მოკლეს

იგორ მანგუშევი, რომელიც სცენაზე „უკრაინელის თავის ქალით“ გამოვიდა, მოკლეს

08/02/2023 11:36:33 მსოფლიო

პოლიტტექნოლოგი და რუსული არმიის ოფიცერი იგორ მანგუშევი, რომელიც გასულ ზაფხულს სცენაზე თავის ქალით (მისი მტკიცებით, მოკლული უკრაინელი ჯარისკაცის) გამოვიდა, თავის არეში მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ ლუგანსკის რეგიონში, საავადმყოფოში 4 თებერვალს გარდაიცვალა,– ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედიარესურს მისმა მეგობარმა, სამხედრო მეთაურმა აკიმ აპაჩოვმა განუცხადა.

მანგუშევი გაურკვეველ ვითარებაში დაიჭრა თავის არეში. ტელეგრამ–არხ "МИГ"–ის ცნობით, ეს სტახანოვის მახლობლად მოხდა, საგუშაგოზე (მდებარეობს ლუგანსკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკრაინული სახელწოდებაა კადიევკა). მანგუშევს სავარაუდოდ, პისტოლეტიდან ახლო მანძილიდან ესროლეს. სხვა დეტალები უცნობია.

მანგუშევის გამოსვლის ამსახველი ვიდეო გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. თავის გამოსვლაში მანგუშევმა განაცხადა, რომ რუსეთი ებრძვის „უკრაინას, როგორც ანტირუსულ სახელმწიფოს იდეას“ და „ამ იდეის ყველა მატარებელი უნდა განადგურდეს“. მისი თქმით, თავის ქალა ეკუთვნოდა უკრაინელს, რომელიც მოკლეს მარიუპოლზე შტურმის დროს. ეს მტკიცება არაა ვერიფიცირებული. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა გაეროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S