გირკინმა პუტინს იანუკოვიჩის ბედი უწინასწარმეტყველა
08/02/2023 11:12:27 მსოფლიო
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ტერორისტმა იგორ გირკინმა (იგივე სტრელკოვი) ისაუბრა, რა შემთხვევაში გაუჩნდება კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს რუსეთიდან „გაქცევის“ სურვილი.
პუტინის მოულოდნელი გაუჩინარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, გარდა ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევისა,– განმარტა გირკინმა რუს პროპაგანდისტ ბლოგერ ანდრეი კარაულოვთან ინტერვიუში.
„პუტინსწასვლის, გაქცევის, ყველაფრის დათმობის სურვილი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მაშინ, როცა კრიტიკული [სიტუაცია] დადგება. მისი ფსიქოტიპის მიხედვით, მაღალი ალბათობით, მას სწორედ ამ სიტუაციაშია შეიპყრობს პანიკა და შეიძლება, უბრალოდ სცადოს „გადახტომა“, რათა საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინოს [...] როგორც იანუკოვიჩი - ერთი ფესვიდან არიან,”- თქვა სტრელკოვმა.
მან აღნიშნა, რომ უცნობია, ზუსტად როდის შეიძლება, მოხდეს ეს. ჯერჯერობით, მისი თქმით, ვითარება არც ისე კრიტიკულია.
იმის შესახებ, რომ რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მოამზადა გეგმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხების შემთხვევაში პუტინის ქვეყნიდან ევაკუაციისთვის, ისაუბრა პუტინის საჯარო გამოსვლების ავტორმა ()2008–2010 წლებში) აბას გალიმოვმა.
მისი ინფორმაციით, გასული წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს მუშაოება პროექტზე „ნოეს კიდობანი“ და არგენტინა და ვენესუელა განიხილება თავშესაფრად. ვენესუელაში გადასვლას მეთვალყურეობს „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, რომელსაც აქვს კარგი პირადი ურთიერთობა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან და მანამდე მილიარდების ინვესტიცია მოახდინა ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიაში. ჩინეთიც განიხილებოდა ვარიანტად, – წერდა გალიამოვი. ეს მიმართულება პუტინის მეგობარმა, მილიარდერმა, Rossiya Bank-ის მფლობელმა იური კოვალჩუკმა შესთავაზა, თუმცა, მასზე უარი თქვეს ჩინელების მენტალიტეტის გამო, ირწმუნებოდა გალიამოვი: „საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისანი არიან და სჯულთ სხვები, განსაკუთრებით, დამარცხებულები“.


