Accentnews.ge
უკრაინამ თურქეთში 90 მაშველი და 10 სამძებრო-სამაშველო ძაღლი გაგზავნა

უკრაინამ თურქეთში 90 მაშველი და 10 სამძებრო-სამაშველო ძაღლი გაგზავნა

08/02/2023 10:59:20 მსოფლიო

ომში მყოფმა უკრაინამ თურქეთში მაშველების ჯგუფი გაგზავნა.

ჯგუფში 90 მაშველი და 10 სამძებრო-სამაშველო ძაღლია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ სპეციალისტებს აქვთ შესაბამისი გამოცდილება სტიქიურ უბედურებებთან გამკლავებაში.

ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 487 –მდე გაიზარდა.

თურქეთში, სულ მცირე, 6 957 ადამიანი დაიღუპა, სირიაში –2 530.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

თურქეთსა და სირიას დახმარებას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S