
თურქეთში მაშველებმა 8 წლის ბიჭი ნანგრევებიდან 52–საათის შემდეგ უვნებლად მოიყვანეს
08/02/2023 10:48:48 მსოფლიო
თურქეთში, ჰატაიში მაშველებმა 8 წლის ბიჭი ნანგრევებიდან 52–საათის შემდეგ უვნებლად მოიყვანეს.
ბავშვი მაშველებმა დედასთან მიიყვანეს, რომელიც მას ჩახუტებით მიესალმა.
ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 487 –მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 6 957 ადამიანი დაიღუპა, სირიაში –2 530.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.
თურქეთსა და სირიას დახმარებას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უწევს.