„პუტინის მზარეულმა“ რეკორდული შემოსავლები მიიღო – მედია
08/02/2023 10:42:02 მსოფლიო
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღებამდე კრემლის ლიდერ ვლადიმის "პუტინის მზარეულად“ ცნობილმა ბიზნესმენმა და არაფორმალური სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამაარსებელმა
91,5 მილიარდი რუბლის ოდენობის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო,– ამის შესახებ ნათქვამია გამოცემების "Вёрстка" და "Можем объяснить" გამოძიებაში.
ანგარიშის ავტორებმა რეკორდული უწოდეს 2022 წელს პრიგოჟინის კომპანიების შემოსავლებს. მანამდე, 10 წლის განმავლობაში პუტინთა დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები ტენდერებს იგებდნენ სამედიცინო დაწესებულებებისა და სკოლების საკვებით უზრუნველყოფის შესახებ.
ჟურნალისტების თქმით, თანხა პრიგოჟინმა მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში მიიღო. მოსკოვის მერიაში "Вёрстка"–ს წყაროებმა განაცხადეს, რომ პრიგოჟინს კარგი ურთიერთობა აქვს მერ სერგეი სობიანინთან და მის ყველაზე გავლენიან მოადგილეებთან, მაგალითად, ანასტასია რაკოვასთან. ის პასუხისმგებელია სოციალური განვითარების საკითხებზე.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პრიგოჟინი ფულს ასევე შოულობს სამხედრო ბაზების მშენებლობითა და მომსახურებით. ამით ბიზნესმენთან აფილირებული პეტერბურგის საწარმო „მეგალაინი“ არის დაკავებული.
ერთ–ერთი დამკვეთი იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. დოკუმენტების თანახმად,“ მეგალინმა“ დაასრულა ყველა სამუშაო, მაგრამ არ გადაუხდეს 300 მილიონ რუბლზე მეტი. პრიგოჟინის ფირმამ სასამართლოში იჩივლა. დავა მორიგებით დასრულდა და თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, პრიგოჟინის კომპანიისთვის გადაეცა მოსკოვის მახლობლად, შჩიოლკოვოში არსებული უძრავი ქონების დიდი ნაწილი, საერთო ფართობით 64,000 კვადრატული მეტრი. როგორც საკადასტრო ამონაწერებიდან ირკვევა, ყველა ეს ობიექტი „მეგალაინის“ საკუთრება გახდა ომამდე ორი თვით ადრე. ამასთან, დოკუმენტებში ზოგიერთი ობიექტის ღირებულება ხელოვნურადაა დაწეული.
გარდა ამისა, გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ პრიგოჟინი აგრძელებს მიწების შესყიდვას და უძრავი ქონების მშენებლობას პეტერბურგში, ხოლო მისი ვაჟი – პაველი ფლობს ბიზნეს–ცენტრს სინოპსკაიას სანაპიროზე. მიწისა და შენობის საკადასტრო ღირებულება 1,2 მილიარდ რუბლს აღემატება.
წყაროების ცნობით, პრიგოჟინს სურს სანქტ-პეტერბურგის სურსათის ბაზარზე დაბრუნება. წყაროს ცნობით, „პუტინის პოვარი“ 2019 წელს ქალაქში გუბერნატორის არჩევნების შემდეგ ელოდა კონტრაქტების მიღებას სკოლებისთვის საკვების მიწოდებაზე, მაგრამ ეს არ მოხდა გუბერნატორ ალექსანდრე ბეგლოვისგან მიღებული დაპირების მიუხედავად. სავარაუდოდ, ამას უკავშირდება ბიზნესმენისა და გუბერნატორის კონფლიქტი.


