გერმანია, ნიდერლანდები და დანია უკრაინას მინიმუმ, 100 "ლეოპარდ 1"-ის ტიპის ტანკს მიაწვდიან
08/02/2023 10:38:36 მსოფლიო
გერმანია, ნიდერლანდები და დანია უკრაინას მინიმუმ 100 "ლეოპარდ 1"-ის საბრძოლო ტანკს მიაწვდიან. ერთობლივ განცხადებაში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ეს არის მცდელობის ნაწილი მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
მიწოდება "მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სამხედრო პოტენციალს მათი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
"ლეოპარდ 1"-ის ტანკების მიწოდება მოხდება უახლოეს თვეებში და მოიცავს ლოგისტიკურ მხარდაჭერასა და წვრთნასაც.


