რუსეთში კრძალავენ უკრაინის ომის მონაწილეთა კრიმინალურ წარსულზე საუბარს
08/02/2023 10:15:54 მსოფლიო
რუსეთში „ფეიკებისა“ და რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ მუხლის გაფართხოებას გეგმავს. ამის შესახებ РБК–ს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილი პისკარევმა განუცხადა.
„ინერგება დამატებითი საფუძვლები მებრძოლების, მათ შორის მოხალისე ორგანიზაციების დისკრედიტაციაზე პასუხისმგებლობის დადგენისთვის“, - განმარტა პისკარევმა.
გამოცემა დეპუტატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დისკრედიტაციას ჩაითვლება მებრძოლების კრიმინალურ წარსულსა და საპატიმრო წლების ხსენება. მედიას ამაზე საუბარს აუკრძალავენ. ცვლილებები შევა როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.
ცნობილია, რომ არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ უკრაინაში საომრად პატიმრების გადაბირების უფლება მისცეს. ამ მიზნი მათ ვიზიტები განახორციელეს რუსულ კოლონიებში და დაიქირავეს ათასობით პატიმარი. საუბარია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებზე, რომელთაც მრავალწლიანი სასჯელი ჰქონდათ მისჯილი. მათ შეწყალებას დაპირდნენ.


