Accentnews.ge
თურქი ქალი, რომელმაც დახმარება სოციალური ქსელის მეშვეობით ითხოვა, გადაარჩინეს

თურქი ქალი, რომელმაც დახმარება სოციალური ქსელის მეშვეობით ითხოვა, გადაარჩინეს

08/02/2023 09:13:59 მსოფლიო

თურქი ქალი აისელ იერალი, რომელიც ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში მოყვა და შველა “ტვიტერის” მეშვეობით ითხოვა, გადაარჩინეს. ინფორმაცია იერალის “ტვიტერის” გვერდზე გამოჩნდა.

“გადავრჩი. დიდი მადლობა ყველას”, – წერს იგი 7 თებერვლის ღამით გამოქვეყნებულ "პოსტში". ქალი იქვე მოუწოდებს საზოგადოებას, ილოცონ გასაჭირში მყოფთათვის.

აისელ იერალის შესახებ მილიონობით ადამიანმა შეიტყო მას შემდეგ, რაც ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა სოციალური ქსელის მეშვეობით ითხოვა შველა. ქალმა თავისი ფოტო, აღწერით “გადამარჩინეთ”, ატვირთა თურქი მომღერლის, ჰალუქ ლევენთის ტვიტის ქვეშ, რომელიც დაშავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 487 –მდე გაიზარდა.

თურქეთში, სულ მცირე, 6 957 ადამიანი დაიღუპა, სირიაში –2 530.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

თურქეთსა და სირიას დახმარებას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S