Accentnews.ge
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში ცოცხალი ადამიანები რამდენიმე კვირის შემდეგაც იპოვონ

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში ცოცხალი ადამიანები რამდენიმე კვირის შემდეგაც იპოვონ

08/02/2023 09:04:29 მსოფლიო

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ცოცხალი ადამიანები რამდენიმე კვირის შემდეგაც იპოვონ.

Miyamoto Global Disaster Relief-ის პრეზიდენტი, ინჟინერი კეიტ მიამოტო მოუწოდა მაშველებს თურქეთსა და სირიაში, არ დაკარგონ იმედი, რადგან გადარჩენილების პოვნა შესაძლებელია, რეგიონში ძლიერი მიწისძვრიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც.

მან შეაქო თურქი საზოგადოება გაერთიანებისთვის და განაცხადა, რომ „საზოგადოება, მოქალაქეები არიან ისინი, ვინც ნამდვილად თავდაცვის პირველი ხაზია".

”რაიონი არის მთიანი და დიდ მასშტაბზე გავრცელებული მიწისძვრა გავლენას დაახლოებით 10 მილიონ ადამიანზე ახდენს. მიწისძვრის შედეგებს მარტო ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუკლავდება. უნდა იყოს საერთაშორისო მხარდაჭერა“, – განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 487 –მდე გაიზარდა.

თურქეთში, სულ მცირე, 6 957 ადამიანი დაიღუპა, სირიაში –2 530.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

თურქეთსა და სირიას დახმარებას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S