Accentnews.ge
ელჩი - თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქე ჯერ–ჯერობით ვერ ვიპოვეთ

ელჩი - თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქე ჯერ–ჯერობით ვერ ვიპოვეთ

08/02/2023 08:49:58 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ღამის განმავლობაში ნანგრევებში საქართველოს 6 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობდა, რომელთაგან 4 ამოიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

როგორც გიორგი ჯანჯღავა აღნიშნავს, ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა, 100-ზე მეტი იპოვეს, 2 კი დაკარგულია.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 487 –მდე გაიზარდა.

თურქეთში, სულ მცირე, 6 957 ადამიანი დაიღუპა, სირიაში –2 530.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S