Accentnews.ge
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

08/02/2023 08:15:58 მსოფლიო

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში დაფიქსირდა.

მოჰყვა თუ არა ნგრევა, ამ ეტაპზე უცნობია. მას შემდეგ, რაც თურქეთში დამანგრეველი – 7,8–ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები მუდმივად იგრძნობა. ბევრი შენობა, რომელიც ნგრევას გადაურჩა, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, რაც შესაძლოა ნგრევის მიზეზი გახდეს. შესაბამისად, განმეორებითი, მცირებალიანი ბიძგებიც კი ქმნის საფრთხეს.

6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S