Accentnews.ge
თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საელჩო თბილისში ნივთების შეგროვებას გეგმავს

თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საელჩო თბილისში ნივთების შეგროვებას გეგმავს

07/02/2023 19:41:28 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, დიპლომატიური უწყების კოორდინაციით, შეგროვდება საჭირო ნივთები და თურქეთში მათი ტრანსპორტირება მოხდება.

საელჩო საჭირო ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული".

  • ქურთუკი-პალტო
  • საწვიმარი
  • ჯემპრი
  • ხელთათმანი
  • შარფი - კაშნე
  • ბერეტი
  • წინდა
  • საბანი
  • საძილე ტომარა
  • საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
  • ბავშვთა კვება
  • ბავშვის საფენები
  • დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
  • ქალის ჰიგიენური პაკეტები

საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს, დღის ბოლომდე.

1. თურქეთის საელჩო

ი. ჭავჭავაძის გამზირი #35, თბილისი

Embassy.tbilisi@mfa.gov.tr

ბელიზ თურფჩუ: 511 130 198

ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

2. GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი

gurtiad@gurtiad.ge

მერთ იუმუშაქერი: 577 562 000

3. MÜSİAD

ი. ჭავჭავაძის გამზირი #37, თბილისი

Musiadtbilisi@hotmail.com

ხათუნა: 557 505 946

4. შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი

ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი

ისა ალთუნი: 577 562 007.

ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7266–მდე გაიზარდა.

თურქეთში, სულ მცირე, 5434 ადამიანი დაიღუპა, სირიაში –1 832.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S