Accentnews.ge
ლატვიაში არ გამორიცხავენ, რომ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული ავტომანქანები უკრაინას გადასცენ

ლატვიაში არ გამორიცხავენ, რომ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული ავტომანქანები უკრაინას გადასცენ

07/02/2023 18:07:06 მსოფლიო

ლატვიის ფინანსთა მინისტრი არვილს აშერადენსი გამოვიდა წინადადებით, შესწორებები შევიდეს კანონში და გაიცეს ნებართვა, უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცეს იმ პირების ავტომანქანები, რომლებსაც ისინი ჩამოერთვა ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.

ლატვიაში მთვრალი მძღოლებისგან კონფისკებულ ავტომანქანებს სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილ აუქციონებზე საკმაოდ დაბალ ფასებში ყიდიან. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ ასეთი მანქანების მიმართ, ვინაიდან მფლობელი შეიძლება, გახდეს ის, ვინც უფრო მეტ თანხას გადაიხდის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული ლატვია აქტიურად უჭერს მხარს კიევს ჰუმანიტარულ და სამხედრო სფეროებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებს მოუწოდებს ამისკენ.

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლატვია უკრაინას გადასცემს Stinger-ის ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, ორ ვერტმფრენ Mi-17-ს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ათ ტყვიამფრქვევს ამუნიციით და ჰაუბიცა M109-ის სათადარიგო ნაწილებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S