რა დახმარებას უწევენ თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ NATO–ს მოკავშირეები და პარტნიორები
07/02/2023 18:00:46 მსოფლიო
თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ NATO–ს მოკავშირეები და პარტნიორები დახმარებას უწევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს.
მისი ცნობით, თურქეთში უკვე იმყოფება 1400-ზე მეტი მაშველი ალიანსის ოცზე მეტი წევრი და პარტნიორი ქვეყნიდან, მათ შორის ფინეთიდან და შვედეთიდან.
"გარდა ამისა, ადგილზე 53 000-ზე მეტი თურქი მაშველი მუშაობს. NATO–ს პარტნიორები თურქეთს სხვადსხვა ტიპის დახმარებას, მათ შორის სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს მაშველი ძაღლებით, მეხანძრეებითა და სტრუქტურული ინჟინრებით, სამედიცინო პერსონალითა და სეისმური კვლევის ექსპერტებით უწევენ. ამავდროულად, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთს და ყველა დაზარალებულს, ხოლო ალიანსის მოკავშირეები მზად არიან, მომავალშიც გაუწიონ დახმარება დაზარალებულებს", – აცხადებენ NATO–ში.
ალიანსის ცნობით, მისი 30-ვე მოკავშირის დროშა ისევე, როგორც NATO–ს დროშა, დღეს NATO–ს შტაბ-ბინაში დაშვებულია.


