Accentnews.ge
თურქეთის ერთ-ერთ პორტში მიწისძვრის შემდეგ გაჩენილ ხანძარს მეორე დღეა, ვერ აქრობენ

თურქეთის ერთ-ერთ პორტში მიწისძვრის შემდეგ გაჩენილ ხანძარს მეორე დღეა, ვერ აქრობენ

07/02/2023 15:45:39 მსოფლიო

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის პორტ ისკენდერუნში მიწისძვრის შედეგად გაჩენილ ხანძარს უკვე მეორე დღეა,ვერ აქრობენ მედიის ცნობით, გაზრდილია ხანძრის არეალი და მის ჩაქრობაში სანაპირო დაცვის გემიც ჩაერთო.

პორტში ათობით კონტეინერია. მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს პორტისკენ მიმავალი კონტეინერების გადამისამართება სხვა ადგილებში.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 3549 პირი დაიღუპა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 712 ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S