
სულისშემძვრელი კადრები თურქეთიდან (ფოტო)
07/02/2023 15:29:17 მსოფლიო
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მედიაში სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება .
AFP-ს ფოტოგრაფმა ადემ ალტანმა გადაიღო ფოტო, რომლზეც ასახულია მამა, რომელსაც ხელში დაღუპული შვილის ხელი უჭირავს.
გამოცემის ცნობით, ფოტო დღეს თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასშია გადაღებული. დაღუპული გოგო 15 წლის იყო.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 3549 პირი დაიღუპა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 712 ადამიანი ემსხვერპლა.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.