ჯანმო – თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა, 20 ათასს გადააჭარბოს
07/02/2023 15:21:01 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პროგნოზით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000 გადააჭარბოს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენას საგრძნობლად ართულებს განადგურებული შენობების რაოდენობა და ამინდი.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 3549 პირი დაიღუპა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 712 ადამიანი ემსხვერპლა.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


