
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძის 23 ნოემბრისთვის შესაძლო შეწყალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
02/11/2019 08:59:43 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძე შესაძლოა 23 ნოემბერს შეიწყალონ.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ასეთი „ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე.