
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3549–მდე გაიზარდა
07/02/2023 14:22:15 მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3549–მდე გაიზარდა.
დაშავებულია 22 168 პირი.
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქეც.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 712 ადამიანი ემსხვერპლა.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.