Accentnews.ge
„ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა

07/02/2023 15:11:59 საზოგადოება

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გაუშვებენ.

„ფაქტობრივად, ე.წ. მოსამართლემ კრემლის გადაწყვეტილება გააჟღერა. დიახ, გუშინ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელით, პუტინმა გამოუტანა მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი, რომ მისი ციხეში დარჩენა ნიშნავს მის გარდაუვალ სიკვდილს. თუ ჩვენ, საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი დავუშვით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ამ სირცხვილს თაობების განმავლობაში ვერ ჩამოირეცხავს. აქციები მწვავე ფორმის იქნება და გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში არ გადაიყვანენ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, აქციაზე იმყოფებოდნენ „სტრატეგია აღმაშენებელის“, „გირჩი- მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ცნობისთვის: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა დააანონსა.

/ფოტო – "ფორმულა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S