Accentnews.ge
თურქეთის 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთის 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

07/02/2023 12:24:27 მსოფლიო

თურქეთის 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

"ათი პროვინცია, სადაც მიწისძვრა მოხდა, გამოვაცხადეთ კატასტროფის ზონად. იმისთვის, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უპრობლემოდ განხორციელდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საგანგებო მდგომარეობა 10 პროვინციაში 3 თვით დავაწესოთ, კონსტიტუციის 119-ე მუხლის შესაბამისად", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 3 419 ადამიანი.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 602 ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S