ლექსმანი - თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით უკიდურესად იმედგამაცრუებელი გადაწყვეტილება მიიღო
07/02/2023 11:49:51 მსოფლიო
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ იმედგამაცრუებელი გადაწყვეტილება მიიღო.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს უკიდურესად იმედგაცრუებული გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ისინი სრულად არიან პასუხისმგებელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.


