Accentnews.ge
ჯანმო - მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 1.4 მილიონი ბავშვი დაზარალდა

ჯანმო - მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 1.4 მილიონი ბავშვი დაზარალდა

07/02/2023 11:41:06 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ოფიცრის ადელჰაიდ მარშანგის განცხადებით, მიწისძვრისა და მისი შემდგომი ბიძგების შედეგად, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 1.4 მილიონი ბავშვი, დაზარალდა.

მისი თქმით, თურქეთს აქვს ძლიერი შესაძლებლობები, კრიზისზე რეაგირება მოახდინოს, მაგრამ მთავარი დაუკმაყოფილებელი საჭიროებები ახლავე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაჩნდება სირიის საზღვარზე, რომელიც უკვე ებრძვის მრავალწლიან ჰუმანიტარულ კრიზისს სამოქალაქო ომისა და ქოლერის ეპიდემიის გამო.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სტიქიისგან დაზარალებულ ქვეყნებში გადაუდებელი დახმარების, მათ შორის, ტრავმისა და გადაუდებელი ქირურგიისთვის საჭირო კომპლექტებს აგზავნიან.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 3 419 ადამიანი.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 602 ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S