Accentnews.ge
კადიროვს სურს, რუსეთი პოლონეთშიც შეიჭრას: "მოსკოვმა ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ მთელ ევროპაში უნდა გააგრძელოს"

კადიროვს სურს, რუსეთი პოლონეთშიც შეიჭრას: "მოსკოვმა ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ მთელ ევროპაში უნდა გააგრძელოს"

07/02/2023 11:31:19 მსოფლიო

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ სურს, რომ რუსეთმა პოლონეთის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაც“ მოახდინოს.

კადიროვმა გააკრიტიკა სამხედრო დახმარების შესახებ შეერთებული შტატების მისამართით პოლონეთის თხოვნა და აღნიშნა, რომ რუსეთმა "უნდა გააგრძელოს ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ მთელ ევროპაში".

ამასთან ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა მიანიშნა სილეზიის ავტონომიის ტერიტორიაზე (რეგიონი, რომლის დიდი ნაწილი პოლონეთის ნაწილი გახდა 1945 წელს) რეფერენდუმის ჩატარებაზე, რაშიც რუსეთს, კადიროვის აზრით, „ორგანიზაციული დახმარების გაწევა" შეუძლია.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარჩინ პჟიდაჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა მოუთმენლად ელის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს და დასძინა, რომ პოლონეთს ესაჭიროება ამერიკული იარაღი, რომლითაც უკრაინისთვის გადაცემულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაწყისში კადიროვი ირწმუნებოდა, რომ "რუსეთის არმია არ ესხმის თავს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს" და რომ რუსი სამხედროები "უკრაინელებს ყველაზე კეთილი გრძნობებით ეპყრობიან." მაგრამ სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ ჩეჩნეთის მეთაურმა მეზობელი ქვეყნის მისამართით ბირთვული იარაღით დამუქრება დაიწყო და ეს მუქარა შემდგომ კვლავ გაიმეორა.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი აგრძელებს დაქირავებულთა გაგზავნას ომში, რომლებსაც მთელ რუსეთში აგროვებს. უკრაინაში მიმდინარე ომს გადარჩენილი ეს ე.წ. "კადიროველები" ჩივიან, რომ მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებენ, ხოლო დაბრუნების შემდეგ უარი უთხრეს დაპირებულ გადასახადებსა და მკურნალობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S