Accentnews.ge
მოსკოვის მოთხოვნით რუსეთში ესტონეთის ელჩმა ქვეყანა დატოვა

მოსკოვის მოთხოვნით რუსეთში ესტონეთის ელჩმა ქვეყანა დატოვა

07/02/2023 09:53:38 მსოფლიო

ესტონეთის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში მარგუს ლაიდრემ, ქვეყანა 7 თებერვალს დილით დატოვა. როგორც რუსული მედია იუწყება, ამგვარად ლაიდრემ შეასრულა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა, რომელმაც მანამდე ქვეყანაში ესტონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი დროებითი რწმუნებულის დონემდე შეამცირა და ესტონეთი "ტოტალურ რუსოფობიაში" დაადანაშაულა.

საპასუხოდ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იცავენ პარიტეტის პრინციპს რუსეთთან ურთიერთობაში, რაც ნიშნავს, რომ რუსეთში ესტონეთის ელჩთან ერთად ესტონეთში რუსეთის ელჩიც დატოვებს ქვეყანას. ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად ლატვიამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის შესახებ განაცხადა.

1 თებერვალს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, დაატოვებინონ თავიანთი ქვეყნები რუსეთის ელჩებს. მინისტრის თქმით, ევროპაში რუსეთის ელჩების შენარჩუნება ამ ეტაპზე პრაქტიკულად აზრსაა მოკლებული.

2022 წლის ოქტომბერში ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას და რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აცხადებს.

ესტონეთი ასევე გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S