ბაიდენი - ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის ჩამოგდების შესახებ: "უკან დახევას არ ვაპირებთ"
07/02/2023 07:08:45 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის ჩამოგდება ჩინეთისთვის მკაცრი გაფრთხილება იყო.
მისივე თქმით, საფრენი აპარატი ამერიკის სამხედრო ობიექტებს უთვალთვალებდა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება.
"მათ კარგად ესმით ჩვენი პოზიცია და გაიაზრეს თუ რა მოჰყვება მსგავს ნაბიჯებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ”, - განაცხადა ბაიდენმა.


