Accentnews.ge
დანილოვი – მოსკოვი შუამავლების მეშვეობით იწყებს მოლაპარაკებების ხვეწნას

დანილოვი – მოსკოვი შუამავლების მეშვეობით იწყებს მოლაპარაკებების ხვეწნას

07/02/2023 06:45:40 მსოფლიო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი ამბობს, რომ კრემლს ესმის, რომ დასახუ მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე ითხოვენ მოლაპარაკებებს. მისი თქმით, მოლაპარაკებას რუსეთი შუამავლების საშუალებით ცდილობს.

დანილოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიზნად დასახა ლუგანსკისა და დონეცკის სრულად აღება.

"ისინი ახლა ცდილობენ გაიგონ, რომ მათ არ აქვთ უნარი მიაღწიონ იმ [მიზნებს], რაც დასახეს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდების მიზნით. ამიტომ დღეს იხვეწებიან. ისინი ახლა დიდ საქმეს აკეთებენ გარკვეულ ჯგუფებთან, რათა შევიდნენ მოლაპარაკებებში. უკვე ბრაზილია და რომელიც მხოლოდ შუამავლობაში არ არის - "მოდი ვისაუბროთ, რომ როგორმე გადავწყვიტოთ ეს საკითხი", - თქვა დანილოვმა.

დანილოვი ამბობს, რომ საპასუხოდ უკრაინას 4 მარტივი მოთხოვნა აქვს - გათავისუფლდეს უკრაინის ყველა ტერიტორია, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია, ტრიბუნალის წინაშე წარსდეგს ყველა ომის დანაშაულში მონაწილე, უკრაინამ მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

მისი განცხადებით, აბსურდი, რომელიც დღეს ხდება, ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს. მოლაპარაკება კი მაშინ შეიძლება, როცა პუტინი პირობებს შეასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S