Accentnews.ge
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის გარდა, გამთენიისას ძლიერი მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის გარდა, გამთენიისას ძლიერი მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც მოხდა

07/02/2023 06:18:15 მსოფლიო

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის გარდა, გამთენიისას ძლიერი მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც მოხდა. კერძოდ, ადგილობრივი დროით 03:13 სთ–ზე 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ გოლბასიდან 10 კმ–ში დაფიქსირდა.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1293 ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S