სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 290-ს გადააჭარბა
07/02/2023 05:52:50 მსოფლიო
სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 290-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, სტიქიას, სულ მცირე, 593 ადამიანი ემსხვერპლა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დაშავებულთა რაოდენობამ 1 400–ა გადააჭარბა.
რაც შეეხება ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებს, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ სამაშველო ჯგუფის ცნობით, მიწისძვრას, სულ მცირე, 700 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2000-ზე მეტი.


