Accentnews.ge
თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 921-მდე გაიზარდა, დაშავებულია 15 834 ადამიანი

თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 921-მდე გაიზარდა, დაშავებულია 15 834 ადამიანი

07/02/2023 05:45:22 მსოფლიო

თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 921-მდე გაიზარდა, დაშავებულია 15 834 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტო ავრცელებს.

6 თებერვალს 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა.

USGS-ის ცნობით, ქვეყანაში დაფიქსირდა დაახლოებით, 100 განმეორებითი ბიძგი.

დანგრეულია ათასობით შენობა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თურქეთს მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S