Accentnews.ge
ამერიკელების მხარდაჭერა უკრაინისადმი ტერიტორიების დაბრუნებაში ურყევი რჩება – Gallup–ის გამოკითხვა

ამერიკელების მხარდაჭერა უკრაინისადმი ტერიტორიების დაბრუნებაში ურყევი რჩება – Gallup–ის გამოკითხვა

06/02/2023 20:17:34 მსოფლიო

გამოკითხულ ამერიკელების უმეტესომა მხარს უჭერს უკრაინის შემდგომ დახმარებას მისი ტერიტორიების განთავისუფლებისთვის, განაცხადა კომპანია Gallup-მა 6 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყედნობით.

„ომის თვითქმის ერთი წლის თავზე ამერიკელების მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. ზრდასრული ამერიკელების სტაბილური 65%-ს ურჩევნია, მხარი დაუჭიროს უკრაინას ტერიტორიის დაბრუნებაში, თუნდაც ამას კონფლიქტის გაგრძელება მოჰყვეს. ამავდროულად, 31% ამბობს, რომ ამჯობინებს, აშშ-მა იმუშაოს ომის სწრაფად დასასრულისთვის, იმ შემთხვევასიც, თუ ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს (ოკუპირებული) ტერიტორია“, - ნათქვამია პრესრელიზში.

Gallup-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 39% თვლის, რომ აშშ აკეთებს იმდენს, რამდენიც საჭიროა უკრაინის დასახმარებლად, 28% - ძალიან ბევრს, კიდევ 30% გაწეულ დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევს. ამავდროულად, რესპუბლიკელები უფრო მეტად არიან მათ რიცხვში, რომლებიც აშშ-ის დახმარება გადაჭარბებულად განიხილავენ:

”რესპუბლიკელების თითქმის ნახევარი - 47% - ფიქრობს, რომ აშშ ძალიან ბევრს აკეთებს, ხოლო დემოკრატების 48% ფიქრობს, რომ ამერიკის ჩართულობა სწორია. დემოკრატების 41% ამბობს, რომ აშშ საკმარისად არ აკეთებს. დამოუკიდებელი რესპონდენტები თანაბრად დაიყვნენ ორ ბანაკად: თითოეული 35% ამბობს, რომ აშშ აკეთებს ძალიან ბევრს და იმდენს, რამდენიც საჭიროა. დემოკრატებს მეტად, ვიდრე დამოუკიდებელ ამომრჩევლებსა და რესპუბლიკელებს სჯერათ, რომ შეერთებული შტატები საკმარისს არ აკეთებს“.

გამოკითხვა 3-დან 22 იანვრის ჩათვლით ჩატარდა. 2022 წლის აგვისტოში, Gallup-ის სოციოლოგიურ კვლევაში გამოკითხულთა 66% უკრაინის მხარდამჭერი იყო, 31% – წინააღმდეგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S