თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა
06/02/2023 19:28:31 მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 812-მდე გაიზარდა, დაშავებულთა საერთო რაოდენობა 15 00-ს აღწევს.
ამჟამინდელი ცნობებით, სირიაში დაიღუპა 1050-მდე ადამიანი, თურქეთში –1 762.
როგორც მედია წერს, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 12 068 ადამიანი დაშავდა, სირიაში - 2453. ვარაუდობენ, რომ მონაცემები მნიშნელოვნად გაიზრდება, რადგან ნანგრევებს ქვეშ ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, კლიმატური პირობები ართულებს უწყვეტად მიმდინარე სამუშაოებს, ამასთან, დღეს თურქეთში ყინვას პროგნოზირებენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების მდგომარეობას.
ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მას მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, თუმცა შუადღისას 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.
თურქეთში დაღუპულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქეა.
.


